მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიამ ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია SHEIN-ს €1 მილიონით დააჯარიმა

SHEIN

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზია SHEIN 1 მილიონით დაჯარიმდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა გამოძიება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნული მაღაზია და მის მიერ წარმოებული სოციალური კამპანია, რომელიც ეკომეგობრულ ხასიათს ატარებდა, მცდარი აღმოჩნდა.

უფრო კონკრეტულად საუბარია მაღაზიის მიერ წარმოებულ ონლაინ კამპანიაზე - evoluSHEIN by design, რომელიც ეკოლოგიაზე, გადამუშავების ტექნოლოგიასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. იტალიური მართლმსაჯულების აზრით, აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც მისი გაშუქება შეცდომაში შემყვანია, არ ეყრდნობა რეალურ მონაცემებს და ამასთან, ევროკავშირის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ბრალდება SHEIN-სადმი პირველი არ არის, საფრანგეთმა აღნიშნული კომპანია ივლისში იგივე ბრალდებით უკვე დააჯარიმა.

ცნობისათვის, აღნიშნული ონლაინ მაღაზია, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იქნა დაფუძნებული, არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი გარემოს დაბინძურებისა და შრომითი რეგულაციების დარღვევის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები