მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება მწეველთა ქცევის ცვლილებამ ჯანდაცვის ხარჯები 722 მილიონი ევროთი შეამციროს - ახალი კვლევა იტალიიდან

მილანი იტალია ტურიზმი

მოწევა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებისთვის მნიშვნელოვან ტვირთად რჩება. თამბაქოს მოხმარება დაკავშირებულია ფილტვის კიბოსთან, რესპირატორულ დაავადებებთან, ინსულტთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან, რაც, თავის მხრივ, ზრდის როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე სამედიცინო ჯანდაცვის ხარჯებს.

ტალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუკი სიგარეტის მომხმარებელი ზრდასრული მწეველების ნაწილი თამბაქოსა და ნიკოტინის უკვამლო პროდუქტებზე გადავა, ამას შესაძლოა არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური ეფექტიც ჰქონდეს. კვლევის ავტორი, ბიზნესისა და ჯანდაცვის ეკონომიკის პროფესორი ფრანჩესკო მოსკონე, მიიჩნევს, რომ მწეველთა ქცევის ცვლილებამ და ზიანის შემცირების მიდგომამ, შესაძლოა, შეამციროს მოწევასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციები და ჯანდაცვის სისტემის ხარჯები.

მოსკონე ლონდონის Brunel University-ისა და ვენეციის Ca’ Foscari University-ის პროფესორია. მისი კვლევა იტალიის სხვადასხვა რეგიონში თამბაქოს მოხმარების გავრცელებას, ე.წ. თავიდან აცილებად სიკვდილიანობასა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის კავშირს აანალიზებს.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, როგორ მოქმედებს სხვადასხვა ქცევითი რისკ-ფაქტორი ჯანდაცვის სისტემაზე. თამბაქოს მოხმარებასთან ერთად, გაანალიზებული იყო ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაც.

კვლევაში გამოყენებულია იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT), Eurostat-ისა და სხვა ოფიციალური წყაროების მონაცემები. ავტორებმა რეგრესიული ანალიზის მეთოდები გამოიყენეს იმის შესაფასებლად, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული ფაქტორები როგორც სიკვდილიანობაზე, ისე ჰოსპიტალიზაციასა და სამედიცინო რესურსების გამოყენებაზე.

მწეველთა რაოდენობის 1%-ით შემცირება 331 მილიონი ევროს ოდენობის დანაზოგთან ასოცირდება.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნის მიხედვით, მწეველთა რაოდენობის 1%-იანი შემცირება, საშუალოდ, ყოველ 10 000 მოსახლეზე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 12.76-ით შემცირებას უკავშირდება.

თუ ამ მაჩვენებელიტალიის რეგიონების მასშტაბზე გავავრცელებთ და 2020 წლის მონაცემებს შევადარებთ, ეს, დაახლოებით, 331 მილიონი ევროს დაზოგვას უტოლდება.

მკვლევრებმა ასევე განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ზრდასრული მწეველების 50% სიგარეტის მოწევას ისეთი ალტერნატიული პროდუქტებით ჩაანაცვლებდა, როგორიცაა გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ელექტროსიგარეტები.

იტალიის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის შეფასებით, ამ სცენარის მიხედვით, იტალიის ჯანდაცვის სისტემას მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობაზე გაწეული ხარჯების შემცირების შედეგად, წელიწადში 722 მილიონ ევრომდე დაზოგვის შესაძლებლობა ექნება.იტალიის ჯანდაცვის სისტემისთვის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობაზე გაწეული ხარჯების პოტენციური შემცირება შესაძლოა მიაღწიოს.

აგრეთვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული თანხები კონკრეტული დაშვებების საფუძველზეა გამოთვლილი და არ წარმოადგენს გარანტირებულ საბიუჯეტო დანაზოგს.

ზიანის შემცირების მიდგომა

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ზიანის შემცირების კონცეფციაა.

სიგარეტის შემთხვევაში თამბაქო იწვის. წვის პროცესში კი წარმოიქმნება კვამლი და ათასობით ქიმიური ნივთიერება, რომლებიც მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების ძირითადი წყაროა.

ამისგან განსხვავებით, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ უკვამლო პროდუქტებში წვის პროცესი გამორიცხულია, რაც ამცირებს გამოყოფილი კანცეროგენების რაოდენობას.მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტები რისკისგან თავისუფალია, რადგან ისინი შეიცავენ ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

ზიანის შემცირების მიდგომაც, სწორედ ამიტომ, იმ ზრდასრულ მწეველებზეა ორიენტირებული, რომლებიც უკვე მოიხმარენ თამბაქოს და, შესაბამისი ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა სიგარეტის მოხმარება გააგრძელონ.

რა გავლენას ახდენს ეს ჯანდაცვის პოლიტიკაზე

ფრანჩესკო მოსკონეს შეფასებით, ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანია კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინება. თუ ზრდასრული მწეველი სიგარეტიდან თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ უკვამლო პროდუქტებზე გადადის, ეს შესაძლოა აისახოს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციების რაოდენობაზე.

უ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მცირდება, ჯანდაცვის სისტემას გამოუთავისუფლდება როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურული რესურსები, რომელთა გამოყენებაც სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის იქნება შესაძლებელი.

მსგავსი კვლევა დიდ ბრიტანეთშიც ჩატარდა

ფრანჩესკო მოსკონეს მიერ ჩატარებული კვლევა მხოლოდ იტალიით არ შემოიფარგლება. მანამდე მკვლევარმა მსგავსი ანალიზი დიდ ბრიტანეთშიც ჩაატარა.

ბრიტანეთის შემთხვევაში განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ზრდასრული მწეველების 50% სიგარეტის მოწევას თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი შემცირებული რისკის მქონე კატეგორიის სხვა პროდუქტებით ჩაანაცვლებდა.

კვლევის შეფასებით, აღნიშნულ სცენარში მოწევასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა დაახლოებით 13%-ით შემცირდებოდა, რაც დაახლოებით 518 მილიონი ფუნტის (606.5 მილიონი ევროს) ოდენობის დანაზოგს ნიშნავს. ამასთან, პროგნოზის მიხედვით, საავადმყოფოებში დაახლოებით 30 000 საწოლი გათავისუფლდებოდა, რაც რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებასა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.

ტალიისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითები აჩვენებს, რომ თამბაქოს პოლიტიკა მხოლოდ სიგარეტის ფასის, აქციზის ან მოწევის აკრძალვის საკითხი აღარ არის. დღეს უკვე ცალკე მიმართულებად განიხილება ზიანის შემცირების პოლიტიკა და ის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზრდასრული მწეველების სიგარეტიდან გადასვლას თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე.

ამასთან, კვლევის შედეგები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მსგავსი პროდუქტების უსაფრთხოების ან რისკის შემცირების მტკიცებულება. მათი გამოყენება კვლავ დაკავშირებულია ჯანმრთელობის რისკებთან და ნიკოტინზე დამოკიდებულებასთან. კვლევის საკითხი შედარებითი რისკისა და ჯანდაცვის სისტემაზე შესაძლო ზეგავლენის შეფასებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები