იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემს გაუსწრო. ბოლო მონაცემებით, იტალიაში ჯამში ვირუსით 3 405 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 427 დღეს გარდაიცვალა.
ჩინეთში კი ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე Covid-19-ს 3 245 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან დღეს მხოლოდ 8 ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას, იტალიაში დაფიქსირებულია 41 000-ზე მეტი შემთხვევა, ჩინეთში კი 81 000-მდე.
მთლიანად მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 236 921-ია. დაღუპულია 9 829 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 86 675.




























