მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ვაშლის ექსპორტით იტალია ლიდერობს - რომელ ადგილზეა საქართველო?

ექსპორტი

“ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის” ინფორმაციით, 2023 წელს მსოფლიოში ვაშლის მთავარი ექსპორტიორი, ღირებულების მიხედვით, იტალია იყო, რომელმაც $995 მლნ-ის ნედლეულის ექსპორტი განახორციელა.

AAWE-ს სტატისტიკა გაეროს სავაჭრო მონაცემთა ბაზას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, ვაშლის ექსპორტიორი ქვეყნების TOP 3-ს ჩინეთი, $970 მლნ-ის ღირებულების ვაშლით, და აშშ, $931 მლნ-ის ღირებულების პროდუქტით - ხურავს.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ამ რეიტინგში 34-ე ადგილს იკავებს. 2023 წელს საქართველოდან $6 მლნ-ის ღირებულების ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. რეიტინგში შესული 41 ქვეყნიდან საქართველოს ჩამორჩებიან: ყაზახეთი, ავსტრალია, სლოვენია, მალაიზია, დანია, ირლანდია და სომხეთი.

ვაშლის ექსპორტიორი ქვეყნების TOP 10 - მლნ აშშ დოლარი

  1. იტალია - 995
  2. ჩინეთი - 970
  3. აშშ - 931
  4. ხალი ზელანდია - 532
  5. სამხრეთ აფრიკა - 486
  6. ჩილე - 446
  7. პოლონეთი - 430
  8. საფრანგეთი - 422
  9. თურქეთი - 175
  10. ნიდერლანდები - 154

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები