მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში, ვულკანი ეტნას გააქტიურების გამო, კატანიის აეროპორტი დაიხურა

იტალია

23 ივლისს სიცილიის სიდიდით მეორე ქალაქ კატანიაში დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმებული ან გადადებულია - მიზეზი კუნძულ სიცილიაზე არსებული მოქმედი ვულკანის, ეტნას მორიგი გააქტიურებაა, რის გამოც, ტურისტული სეზონი იტალიაში შეფერხებით მიმდინარეობს - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ეტნა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, განსაკუთრებულად ბოლო დღეებში გააქტიურდა. ამოფრქვეული ლავასა და ფერფლის გამო კატანიის აეროპორტი თვის დასაწყისშიც დაიხურა. აღნიშნული აეროპორტი კი აღმოსავლეთ სიცილიაში ერთგვარი ჰაბის ფუნქციას ასრულებს და იმაზე მეტ ვიზიტორს იღებს, ვიდრე დედაქალაქი - პალერმო.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აეროპორტიდან იკრძალება როგორც ჩამომსვლელი, ისე გამფრენი რეისები, რის გამოც დაგეგმილი ფრენები გაუქმდება ან სხვა აეროპორტებში გადაინაცვლებს.

ოფიციალური უწყებები აღნიშნავენ, კატანიის აეროპორტში რეგულარული ფრენები მას შემდეგ აღდგება, რაც ეტნას ვულკანი მიწყნარდება და ჰაერი ფერფლისგან გაიწმინდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები