მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ - როგორია ტურიზმის სტატისტიკა?

იტალიელები

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიიდან მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა.

უწყების გავრცელებული ინფორმაციით, 10 კაციანი ჯგუფისთვის საინფორმაციო ტური იტალიაში, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით შედგა.

„იტალიელი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, წინანდალს, ალავერდს, ნაფარეულს, ბოლნისს, მცხეთასა და უფლისციხეს ესტუმრნენ. მედია ტურის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს კულტურულ ძეგლებს, ტურისტულად საინტერესო ადგილებსა და სასტუმროებს. მედიისა წარმომადგენლები ქართული სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა და ბუნების შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. სოციალური ქსელებით კი გამოქვეყნდება სტატიები და ბლოგები, სადაც იტალიელი მოგზაურები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იტალიიდან საქართველოს ტურიზმმა 2019 წლის მონაცემებს [21 424 ვიზიტი] ჯერ ვერ გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელი რეკორდული მაჩვენებელი არ აღმდგარა და 7.1%-ით ჩამორჩება.

2024 წელს საქართველოში იტალიიდან 19 895 ვიზიტი შესრულდა, ეს კი გასული წლის რიცხვებს 24.6%-ით აღემატება.

2025 წლის პირველ კვარტალში კი იტალიიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 10.1%-ით 4 170 ვიზიტამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები