მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის 15 ქალაქში ძლიერი სიცხის გამო, საფრთხის "წითელი დონეა" გამოცხადებული

64b23c2b43891
თამთა ჯიჯავაძე
15.07.23 10:54
3369
იტალიის 15 ქალაქში ძლიერი სიცხის გამო საფრთხის "წითელი დონეა" გამოცხადებული. როგორც BBC წერს, აღნიშნულ 15 ქალაქს შორისაა ტურისტებით დატვირთული რომი, ფლორენცია და ბოლონიაც.

ცნობისთვის, ევროპის კოსმოსური სააგენტო, რომელიც ხმელეთსა და ზღვაში ტემპერატურას სატელიტების დახმარებით აკონტროლებს, იტყობინება, რომ ძლიერი სიცხე მოსალოდნელია იტალიის გარდა, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთშიც. ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობას აფრთხილებენ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს.
 
შეგახსენებთ, ყველაზე მაღალი ტემპერატურა ევროპაში 2021 წლის აგვისტოში სიცილიაში დაფიქსირდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 48.8 გრადუსს მიაღწია. სინოპტიკოსების თქმით, მსგავსი მაჩვენებელია მოსალოდნელი ამ კვირაშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები