მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის ბანკის მმართველმა ევროზონის ეკონომიკური პერსპექტივა მყიფედ შეაფასა

ფაბიო პანეტა

იტალიის ბანკის მმართველმა და ECB-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფაბიო პანეტამ რომში გამართულ კვლევით კონფერენციაზე ევროზონის ეკონომიკური მდგომარეობა განიხილა და ის მყიფედ შეაფასა. სიტყვით გამოსვლისას მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ საჭიროა მონეტარული გადაწყვეტილებების სხვადასხვა სცენარით შემოწმება და საბოლოო გადაწყვეტილებების სწორედ შემდგომ მიღება, რადგან მსოფლიო ამჟამად "დიდი გადაწყობის" ფაზაში შედის.

პანეტამ აღნიშნა ისიც, რომ ECB-ის მმართველი საბჭოს წევრები ინფლაციური წნეხის შესაკავებლად დამატებითი ზომების მიღების მიზანშეწონილობაზეც უკვე მსჯელობენ. იტალიის ბანკის ხელმძღვანელის განმარტებით, ევროზონის ცენტრალურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მიმდინარე პროცესები ფრთხილად უნდა მართოს და ნაადრევი ნაბიჯების გადადგმისაგან თავი შეიკავოს.

მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ირანის ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის ანალოგიური არ არის. პანეტა მიიჩნევს, რომ ამჟამად ბაზარზე მოთხოვნა სუსტია, ამიტომაც რეალური საპროცენტო განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება გრძელვადიანად დამაზიანებელიც კი შეიძლება გახდეს.

პანეტას განცხადებით, შექმნილი ვითარება არასტანდარტულია და ის სიფრთხილეს მოითხოვს. მისი აზრით, გეოპოლიტიკური მოვლენების, ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ჯაჭვების მუდმივი და პარალელური მონიტორინგი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ სამ ინდიკატორს შეუძლია მონეტარული პოლიტიკის სწორად განსაზღვრაში დახმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები