მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის მთავრობა მსოფლიოს უძველესი ბანკის გაყიდვას განიხილავს

იტალიური ბანკო

იტალიის მთავრობა აქტიურად განიხილავს მსოფლიოს უძველესი ბანკის, Banca Monte dei Paschi di Siena-ს გაყიდვის პერსპექტივას.

საქმე ისაა, რომ ბანკის 64%-იან წილს იტალიის მთავრობა ფლობს, ამ აქტივის შეფასება კი დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს ბანკის გაყიდვა სურს, რადგან საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ღირებულება ამჟამად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ამ ტრანზაქციით კი მთავრობა სერიოზულ მოგებას მიიღებს.

თავად ბანკი 1472 წელსაა დაფუძნებული და ის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა. მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა, ბანკი შედარებით მცირე ზომისაა და ის ძირითადად იტალიის მასშტაბით ოპერირებს. გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ბანკი სტაბილურად ვერ ახერხებს მოგებაზე გასვლას და მისი გაყიდვის ინიციატივით მთავრობის წევრები უკვე წლებია გამოდიან.

ბანკის აქციების გასხვისების შემთხვევაში, მისი 64%-იანი წილი კერძო ინვესტორების მფლობელობაში გადავა და მისი მართვის პროცესს სახელმწიფო სრულად ჩამოშორდება.