იტალიის ნომერ პირველი გაქცეული მაფიის ბოსი, მატეო მესინა დენარო 30 წლის შემდეგ დააკავეს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
მატეო მესინა დენარო ორშაბათს, სიცილიის ქალაქ პალერმოში დააკავეს და იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, იგი პოლიციამ დაკავებისთანავე საიდუმლო ადგილას გადაიყვანა.
„30 წლიანი გაქცევის შემდეგ, მატეო მესინა დენარო დაკავებულ იქნა კერძო კლინიკაში, სადაც მკურნალობდა“, - თქვა გენერალმა პასკუალე ანჯელოსანტომ, რომელიც პოლიციის სპეცოპერაციის რაზმს ხელმძღვანელობს.
არსებული ინფორმაციით, მაფიის ბოსი ახლა 60 წლისაა და ბოლო იყო იმ სამი დიდი ხნით გაქცეული მაფიის უმაღლესი დონის ავტორიტეტებიდან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაჭერას გადაურჩნენ.
მატეო მესინა, რომელიც ათობით მკვლელობაშია გასამართლებული, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.