მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის ქალაქები, სადაც საცხოვრებლად გადასვლისთვის €30,000-მდე გადაგიხდიან

იტალია

საცხოვრებელი გარემოს შეცვლა და მით უფრო სხვა ქვეყანაში გადასვლა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება, თუმცა არსებობს გამონაკლისები. ზოგიერთ ქვეყანაში ადგილობრივი მთავრობები მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის გაზრდისთვის, მათთან დასახლების მსურველებს ფინანსურ დახმარებას თავად სთავაზობენ.

ერთ-ერთი ასეთი იტალიაში, აპულიის რეგიონის სამხრეთით მდებარე ქალაქი პრესიჩე-აკვარიკაა რომელსაც ბოლო წლებში ადგილობრივები სულ უფრო ინტენსიურად ტოვებენ და სამუშაოს საძიებლად დიდ ქალაქებში გადადიან, რაც ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გასულ წელს 30 000 ევროს ოდენობის გრანტის გაცემა დაიწყო მასზე, ვინც პრესიჩეში სახლს შეიძენს და მცხოვრებლად დარეგისტრირდება - თუმცა ერთი პირობით, თანხა შეძენილი საცხოვრებლის ღირებულების მინიმუმ 50%-ის დასაფარად ან უძრავი ქონების განახლებაზე უნდა დაიხარჯოს. გარიგების ფარგლებში გასაყიდად გამოტანილი სახლები 25 000 ევროდან იწყება. იტალიაში გასაყიდი სხვა იაფი ქონების მსგავსად, ისინი დიდი ხანია მიატოვეს თავდაპირველმა მფლობელებმა.

პრესიჩეს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ფულადი ჯილდო მათ ქალაქს ახალ სიცოცხლეს მისცემს, სადაც ყოველწლიურად ნაკლები ახალშობილია. პრესიჩეში ამჟამად 9 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათ უმრავლესობას ხანდაზმულები შეადგენენ. მოქალაქეების შესანარჩუნებლად მერიამ ყოველ დაბადებულ ბავშვზე ათასევროიანია პრემიის გაცემაც დაიწყო.

იტალიაში მოსახლეობის დეფიციტი პრობლემა პრესიჩე-აკვარიკას გარდა სარდინისაც აქვს, ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად, იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, კუნძულზე ცხოვრების თითოეულ მსურველს ბიუჯეტიდან 15 ათას ევრო გამოუყოს. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სარდინიაზე დასახლების მსურველებს თანხის უკან დაბრუნება არ მოეთხოვებათ. გამოყოფილი თანხით კი კუნძულზე სახლის შეძენა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება შეეძლებათ.

მთავრობის ინიციატივის მიზანია, რომ სარდინიის სოფლებსა და მცირე ზომის ქალაქებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდოს. ამ კონკრეტული პროექტისთვის მთავრობამ 45 მილიონი ევრო გამოყო.

ადგილობრივი მთავრობისგან დახმარების მიღების მსურველებისთვის არჩევანშია იტალიის კიდევ ერთი, სამხრეთ რეგიონი კალაბრიაც. ხელისუფლება 3 წლის განმავლობაში 28 000 ევროს შესთავაზებს მას, ვინც ადგილობრივ, თითქმის დაცარიელებულ სოფლებში დასახლდება. თანხის მისაღებად ახალმა მოსახლემ უნდა აიღონ ვალდებულება მცირე ბიზნესის ნულიდან წამოწყებაზე, ან უკვე არსებული და სოფლისთვის საჭირო სამუშაო პოზიციის მიღებაზე. თუმცა ეს შეთავაზება ყველასთვის არ არის, პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისი ასაკიც 40 წელს არ აღემატება. რეგიონის ხელისუფლებამ ამ პროექტისთვის 700 000 ევროზე მეტი უკვე გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები