მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიური Edison-ი 150MW-იან მზის ელექტროსადგურს ააშენებს

italy

იტალიის ელექტროგანაწილების მომსახურების კომპანია Edison-მა გერმანული ენერგეტიკის ფონდის მმართველ KGAL-თან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით კომუნალური განაწილების კომპანია ცენტრალურ იტალიაში 150 მეგავატი სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგურს ააშენებს - ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა. 

ელექტროსადგური ლაციოს რეგიონში 2024 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. 10-წლიანი ენერგიის შესყიდვის შეთანხმების (Power Purchase Agreement PPA) ფარგლებში, Edison-ი გამომუშავებული ელექტროენერგიის სრულ მოცულობას თავად აითვისებს.

Edison-სა და KGAL-ს შორის შეთანხმების ფინანსური მოცულობა კომპანიებს არ გაუსაჯაროებიათ. Edison-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტროსადგური ყოველწლიურად, საშუალოდ, 240 გიგავატ/საათ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად ნახშირბადის ემისიებს ატმოსფეროში 100 ათასი ტონით შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები