მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიური საკრუიზო კომპანია Costa Cruises საქართველოს ბაზარზე შემოდის

კრუიზი

იტალიური საკრუიზო კომპანია “კოსტა კრუიზები”, რომელიც 1948 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, საქართველოს ბაზარზე შემოდის.

როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს, 75 წლის საკრუიზო კომპანია ამიერკავკასიაში დამკვიდრებას საქართველოდან იწყებს და ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს საკუთარ შეთავაზებებს 8 ივნისს, სასტუმრო Swissôtel-ში გააცნობს.

“კოსტა კრუიზებს” ამჟამად 9 ლაინერი ჰყავს, რომლებიც ტურისტულ მარშრუტებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაში, ჩრდილოეთ ევროპაში, კარიბის ზღვაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, გაერთიანებულ საამიროებსა და შორ აღმოსავლეთში ასრულებს.

8 ივნისის ღონისძიებას „კოსტა კრუიზების“ ადგილობრივი პარტნიორი, ანა კირკიტაძე, კომპანია „კრუიზერის“ დირექტორი, ასევე, კოსტა კრუიზების გაყიდვების დირექტორი ალესანდრო ბოტარო და ამიერკავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი ომარ დელეპიანე დაესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები