მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იწურება თუ არა დედამიწაზე არსებული ოქროს მარაგი?

ოქრო

გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობისა და ინფლაციური წნეხის ფონზე, ინვესტორებს შორის სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: გვიმთავრდება თუ არა ოქრო და იწურება თუ არა დედამიწაზე დარჩენილი ბუნებრივი მარაგები? – გეოლოგიური კვლევების უახლესი მონაცემებით, დედამიწის წიაღში დარჩენილი ხელმისაწვდომი ოქროს მარაგები დაახლოებით 57,000 ტონას შეადგენს, რაც დღევანდელი მოპოვების ტემპით მხოლოდ მომდევნო 15-20 წლის სამყოფს წარმოადგენს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსოფლიომ უკვე მიაღწია ე.წ. პიკური მოპოვების წერტილს, როდესაც ახალი საბადოების აღმოჩენა სულ უფრო იშვიათი ხდება, ხოლო არსებული მაღაროებიდან ლითონის ამოღება დიდ ფინანსურ და ტექნოლოგიურ რესურსს მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ იაფი ოქროს ხანა დასრულებულია და ყოველი დამატებითი კილოგრამის მოპოვება ბევრად უფრო ძვირი ჯდება.

ამ მოცემულობის მიუხედავად, ექსპერტები ბაზარს იმ არგუმენტით ამშვიდებენ, რომ ოქრო პრაქტიკულად არ ნადგურდება. კაცობრიობის მიერ მოპოვებული 200,000 ტონა ოქროს უდიდესი ნაწილი კვლავ ცირკულაციაშია სამკაულებისა თუ რეზერვების სახით, რადგან ქიმიურ დონეზე ოქროს განადგურება უკიდურესად რთულია და თან მას ადამიანები ყოველთვის უფრთხილდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალში ოქრო ფიზიკურად არ გაქრება, მისი მოპოვების თვითღირებულების ზრდა გარდაუვალს გახდის ძვირფასი ლითონის ფასის გრძელვადიან ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები