მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა!" - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

"იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა! დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი!" - ასე ეხმაურება მამუკა ხაზარაძე მთავრობის გადაწყვეტილებას გააჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე.

ცნობისთვის, მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ორ ლოკაციაზე იკრიბებიან. საპროტესტო აქცია იწყება პარლამენტთან და "ქართული ოცნების" ოფისთან.

სამოქალაქო აქტივისტები და პროევროპული პარტიები მოქალაქეებს მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისკენ და ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებისკენ. მოწოდებებია Facebook-ჯგუფ "დაიტოვეშიც".

პარალელურად, პრეზიდენტი საგანგებო რეჟიმში ხვდება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები