მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტყვიან „ნახეთ რამდენი გაჭირვებულიაო“, ამას 5 წუთში ვერ დაძლევ - ივანიშვილი

5ffdf2fa5ef86
თელარა გელანტია
12.01.21 23:03
969
პოლიტიკიდან მეორედ წასული ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანაში დაღმასვლის შეჩერება მოახერხა. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„8 წლის განმავლობაში ქვეყნის დაღმასვლის შეჩერება მოვახერხეთ და აბსოლუტურად ყველა მიმართულებით პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს... ისე არა, ახლა იტყვიან - „ნახეთ რამდენი გაჭირვებულიაო“ - გასაგებია... ამ გაჭირვებას 5 წუთში ვერ დაძლევ, ამას დრო სჭირდება“, - ამბობს ივანიშვილი.

მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას აჩვენა, როგორი შეიძლება იყოს ჯანსაღი, ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში უნდა იდგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები