მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იუკნევიჩიენე: ქართველების მხარდაჭერით არა მხოლოდ უკრაინას, მოლდოვას და სომხეთს ვეხმარებით, არამედ ვაძლიერებთ EU-ს

რასა იუკნევიჩიენე

საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ევროპის წინააღმდეგობის ნაწილი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ამ სათაურით გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ მოსაზრება ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, EPP-ის წევრმა რასა იუკნევიჩიენემ.

ის აღნიშნავს, რომ ერთადერთი გზა საქართველოში არსებული კრიზისის გადასაჭრელად არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სათანადო საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ საქართველოს სჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ამის მისაღწევად.

"თბილისიდან გზავნილი ევროკავშირის დედაქალაქებისა და ევროკომისიის მიმართ ნათელია: საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ევროპის ფართო წინააღმდეგობის განუყოფელი ნაწილი რუსული იმპერიალიზმის მიმართ.

ქართველების მხარდაჭერით ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით უკრაინას, მოლდოვასა და სომხეთს - ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ევროკავშირს და ამით თავს ვიცავთ",- აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

ის საქართველოში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიჰყვება ლუკაშენკოს გზას - ყოველდღიურად ცვლის კანონებს მომიტინგეების ჩასახშობად.

იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის უდავო ლიდერი გახდა. სიტუაციის სიმძიმე კარგად ესმით ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც და მათი როლი გადამწყვეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები