მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "რუსულ კანონს" მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართული ოცნება
29.04.24 18:37
444

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "რუსულ კანონს" მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 09:00 საათიდან ცხრა საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ.

სხდომის მიმდინარეობისას, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა ოპოზიციის თქმის ყველა დეპუტატს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილს.

შეგახსენებთ, კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები