მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის მინისტრის მე-5 მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა

ლანა მორგოშია

"ქართული ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა.

სამინისტრო წერს, რომ ლანა მორგოშია პროფესიით იურისტია. აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, იკავებდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.

პაატა სალიას ამ მომენტში უკვე 5 მოადგილე ჰყავს: ლანა მორგოშია, მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ირაკლი ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები