"ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას.
ირაკლი ხმალაძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი "პირადი განცხადების" საფუძველზე 11 ნოემბერს დატოვა. სწორედ ის ჩაანაცვლა თამარ ზოდელავამ.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში.
მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში თამარ ზოდელავა მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად.




























