მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

დემონტაჟი

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. მერიის თანახმად, ხიდის დემონტაჟის საჭიროება დღის წესრიგში ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგა, რომლის თანახმადაც, ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო.

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები.

ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები