მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრო 2025 წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 8 პროექტს დააფინანსებს - კონკურსის გამარჯვებულები

სს

იუსტიციის სამინისტრო 2025 წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 8 პროექტს დააფინანსებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.

გამარჯვებული საგრანტო პროექტებია: (საგრანტო პროგრამა №001-2024 − „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“)

1. ფიზიკური პირი ვასილ გონაშვილი - „ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევის შემუშავება (ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს პრაქტიკის მაგალითზე)“;

2. ფიზიკური პირი მორის შალიკაშვილი - „სახელმძღვანელოს „არასრულწლოვანთა
დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ შემუშავება-გამოცემა“;

3. ფიზიკური პირი გიორგი გოგელია - „ერუდიციის (ინტელექტის განვითარების)
კურსი“;

4. ა(ა)იპ „ინოვაციური შემოქმედების ცენტრი“ - „ხელოვნება ბარიერს მიღმა“;

5. ფიზიკური პირი გოგა კიკილაშვილი - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული
საშუალებების შესახებ სამართლებრივი წიგნიერების გაძლიერების პროექტი“;

6. ფიზიკური პირი ეკატერინე შენგელია - „ნოტარიუსები ახალი ტექნოლოგიების ერაში“;

7. ფიზიკური პირი ზვიად გაბისონია - „ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების
სამართალი“ ციფრული სასწავლო კურსის შემუშავება და დანერგვა იუსტიციის
სამინისტროს პორტალ eacademy.tcj.gov.ge-ზე“;

8. ფიზიკური პირი პაატა ტურავა - „ადმინისტრაციული წარმოების პრაქტიკის კვლევა
ადმინისტრაციული მართლმსაჯულების გადატვირთულობის პრობლემის ჭრილში“.

"გრანტის მიმღებ პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ნიკო თათულაშვილი და სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამარჯვებული პროექტების მრავალფეროვნებასა და აქტუალობას.

საგრანტო კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება, სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

იუსტიციის სამინისტრომ მორიგი საგრანტო პროგრამა 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები იყო ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 30 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 8 საუკეთესო შეირჩა.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარით დააფინანსა. სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები