მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იუვენტუსმა” კალჩოპოლისგან მიღებული ზარალისთვის ბრძოლა შეწყვიტა

იუვენტუსი კალჩოპოლი

ტურინული კლუბის 2023 წლის 30 ივნისის ანგარიშგების მიხედვით, კლუბმა 2006 წლის კორუფციული სკანდალით მიღებული ზიანის ანაზღაურებისთვის შემდგომი პროცედურები შეწყვიტა.

2011 წელს “იუვენტუსი” 444 ათასი ევროს მიღებას აპირებდა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან და “ინტერისგან” ამ თანხის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა, თუმცა მათი საჩივარი 2016 წელს უარყოფილი იქნა.

ამის შემდეგ “ბიანკონერიმ” უარი იტალიის სახელმწიფო საბჭოში გაასაჩივრა და მოთხოვნილი თანხა 581 მილიონამდე გაზარდა, პროცენტების ჩათვლით.

2023 წელს სახელმწიფო საბჭოს მოსმენები თებერვლიდან ოქტომბრამდე გადაიწია, თუმცა 13 ოქტომბერს ტურინელებმა დარჩენილ მხარეებს აცნობეს, რომ ისინი საჩივარზე უარს ამბობდნენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ “იუვენტუსი” 2005/06 წლების იტალიის ჩემპიონობის ჩამორთმევასაც აპროტესტებდა, თუმცა არც ეს საჩივარი დაუკმაყოფილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები