მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IV კვარტალში აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მოსალოდნელზე ნაკლები იყო

აშშ

გასული წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა. ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური 0.5%-ით გაიზარდა, რაც ჩამორჩება მანამდე პროგნოზირებულ 0.7%-იან მაჩვენებელს.

ეკონომიკურ აქტივობაზე განსაკუთრებული გავლენა ფედერალური ბიუჯეტის დაფინანსების 43-დღიანმა შეფერხებამ, ანუ „შათდაუნმა“ იქონია, რის გამოც სამთავრობო ხარჯები 0.96 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა განსაკუთრებით თვალსაჩინოა წინა კვარტლებთან შედარებით, მაგალითად, 2025 წლის მესამე კვარტალში ზრდის ტემპი 4.4% იყო, ხოლო მეორეში – 3.8%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები