საქსტატის თანახმად, 2025 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 608.4 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 241.3 ლარით მეტია.
საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, მათ შორის ქალების საშუალო ხელფასმა 1 998 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 150.7 ლარით.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 743.7 ლარი;
⦁ საშუალო ბიზნესი – 3 084.9 ლარი;
⦁ მცირე ბიზნესი – 2 152.2 ლარი
IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 839.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4%-ით მეტია. ამასთან, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6.3 მილიარდი ლარი იყო - წლიურად 13.1%-ით მეტი.
2025 წლის IV კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾70 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი




























