მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IV კვარტალში FDI 24.4%-ით გაიზარდა - რომელ სექტორებში ჩაიდო ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია?

FDI

2024 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 367.5 მლნ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, FDI-ის მოცულობა, რომელიც IV კვარტალში ქვეყანაში განხორციელდა, 2023 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს 24.4%-ით აღემატება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურ მოცულობაში ძირითადი წილი რეინვესტირებაზე მოდის, რამაც 291.7 მლნ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ბოლოს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, სექტორებში მოწინავე ადგილს კი საფინანსო და სადაზღვევო დარგი იკავებდა.

2024 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

2024 წლის IV კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები