მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-დან FDI $116.3 მლნ-მდე შემცირდა - რომელ დარგებში/კომპანიებში ჩაიდო ევროპული ინვესტიციები?

FDI

საქართველოს ეკონომიკაში 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირედ, თითქმის 3%-ით 116 მილიონ 314 ათასი დოლარამდე შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკაში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179.4 მლნ დოლარი ჩაიდო. აქედან 150 მლნ დოლარი, ანუ 83.6% რეინვესტირებული თანხა იყო, დანარჩენი 34.6% კი ანუ 62.1 მლნ დოლარი სააქციო კაპიტალი.

bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია ევროკავშირიდან ეკონომიკის რომელ დარგებში რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო და რომელ კომპანიებში.

ევროკავშირიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების თითქმის 40% ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა. დარგების რეიტინგი კი ასეთია:

  1. ენერგეტიკა - $45.5 მლნ;
  2. საფინანსო და სადაზღვევო - $18.8 მლნ;
  3. კულტურა - $14.4 მლნ;
  4. ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $12.4 მლნ;
  5. უძრავი ქონება - $10.3 მლნ;
  6. ICT - $5.4 მლნ;
  7. დამმუშავებელი მრეწველობა - $5.4 მლნ;
  8. ლოგისტიკა - $2.3 მლნ;
  9. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - $2.1 მლნ;
  10. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურებები - $1.2 მლნ;

ამ პერიოდში ძირითადი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ჩეხეთს [$43 მლნ], ნიდერლანდებსა [$22.4 მლნ] და მალტას [$12.4 მლნ] ვხვდებით.

TOP-10 კომპანია, სადაც იანვარ-მარტში ევროკავშირიდან პირდაპირი ინვესტიციები ჩაიდო ასე გამოიყურება:

  • სს თელასი
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია
  • სს საქორგგაზი
  • შპს ვოლტ სერვისიზ ჯორჯია
  • სს პანექსი
  • შპს ვოლტ ჯორჯია
  • შპს ენთეინ ჯორჯია
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები