მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 10.4%-ით გაძვირდა

თბილისი

2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.4% შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 54.3%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.7%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.7%). 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.8%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 12.3%-ით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები