მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN RU TR
Loading data...

ივა ჭყონია ევროკომისიის დასკვნაზე პასუხისმგებლობას სრულად ხელისუფლებას აკისრებს

სალომე მეცხვარიშვილი
21.06.22 19:55
1464
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ევროკომისიის უარყოფით დასკვნაზე პასუხისმგებლობას სრულად ხელისუფლებას აკისრებს. საუბარია 17 ივლისს ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, როცა საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვა და 12-პუნქტიანი რეკომენდაცია მიიღო, რომელთა შესრულება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მოუწევს.

ივა ჭყონიას თქმით, ამ გზაზე “ბიზნესს თავისი გასაკეთებელი გაკეთებული აქვს”.

“(ევროკომისიის რეკომენდაცია) ცალსახად მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სხვაზე ვერ იქნება საუბარი, რადგან ბიზნესი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ გამოიყენოს პლატფორმა, აყვეს ევროპულ სტანდარტებს. მაგალითად, ავიღოთ DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკურულება): ეს დოკუმენტი რასაც გვავალდებულებს, არაერთხელ ჩაგვიტარებია ამაზე ტრენინგები ჩვენი წევრებისთვის, რათა დეტალურად აგვეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მოთხოვნის შესრულება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი…

ევროპა რასთან ასოცირდება? - უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობასთან, განათლებასათან, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული კი ის არის, რომ კარი ეხსნებათ ქართველ ბიზნესმენებს, ქართველ ფერმერებს, რომ თავითანი პროდუქცია ევროპულ დახლებზე განათავსონ, თუ რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებენ სტანდარტებს.

ბიზნესის მხრიდან რაც გასაკეთებელია, ვფიქრობ, მაქსიმალურად გაკეთებულია. ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ჩანს, რომ მთავრობას გამოსასწორებელი აქვს რაღაცეები და სწორი პოლიტიკა აქვს განსასაზღვრი”, - ამბობს ივა ჭყონია.

მისივე თქმით, ცვლილებები აუცილებელია, განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ფონზე. ივა ჭყონიამ აქვე ისიც აღნიშნა, რომ გამონაკლისი მხოლოდ მიმდინარე წელი იყო, როცა FDI-ს ზრდის მიზეზი კომპანია GWP-ს ესპანურ ინვესტორებზე გაყიდვა გახდა.

“ინვესტორს რა სჭირდება? - სტაბილური გარემო და სტაბილურ გარემოს ქმნის დამოუკიდებელი სასამართლო. სამწუხაროდ, სასამართლო არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში და თუ ის რეკომენდაციები არ იქნება დროულად გათვალისწინებული, საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება ქვეყანა”, - აცხადებს ივა ჭყონია.