ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ონლაინ ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ერთკვირიანი მისიის პერიოდში, ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება, ისევე როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას და სწრაფ აღდგენას“, - ამბობენ ფინანსთა სამინისტროში.
წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას. შემფასებელი მისია მუშაობას ოქტომბერში გააგრძელებს.




























