მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილი Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში დაბრუნდა და ბოლო ადგილზეა

60b8f36137f7f
BM.GE
03.06.21 19:24
881
Bloomberg-მა მილიარდერების სია განაახლა - პლანეტის 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბიძინა ივანიშვილის სახელი კვლავ იძებნება. შეგახსენებთ - გუშინ გამოცემამ მილიარდერების რეიტინგიდან საქართველოს ექსპრემიერი ამოიღო, რადგან მისი ქონებრივი მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვა მილიარდერების მაჩვენებლებს ჩამორჩებოდა. დღეს კი ივანიშვილი სიაში დაბრუნდა და მე-500, ანუ ბოლო ადგილს იკავებს. ვებვერდის თანახმად, ამჟამად მისი ქონება $5.92 მილიარდი დოლარია. 

Bloomberg-ისგან განსხვავებით Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება უფრო მცირეა და $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს 589-ე უმდიდრესი მოქალაქეა. Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და $6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

2020 წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ქონების შესახებ გამოქვეყნებული შეფასებები გადაჭარბებულია. 

“ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული მონაცემებია. „ფორბსთან“, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს”, –  ჟურნალ Entrepreneur-თან განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები