მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი და მისი პარტია მიტაცებული ხელისუფლების ხელმეორედ მისატაცებლად ემზადება - შოთა შალელაშვილი

შოთა შალელაშვილი

საქართველო დგება ფეხზე თავის დასაცავად და შურისძიება დაუნდობელი იქნება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი წერს.

მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ ივანიშვილს ხელისუფლების ხელმეორედ მიტაცება სურს, მაგრამ როგორც ჩანს, ქმედითი პრევენციული და დამცავი ზომები არ იქნა კარგად შემუშავებული ამ ფაქტის წინააღმდეგ.

“თავიანთ გეგმების მისაღწევად” ეს გადაგვარებულები არაფერს მოერიდებიან! ქვეყნის საუკეთესო ადამიანების წინააღმდეგ ტერორს გააჩაღებენ. ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი და მისი პარტია მიტაცებული ხელისუფლების ხელმეორედ მისატაცებლად ემზადება. საზოგადოებისთვის ცნობილია ამის შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, ქმედითი პრევენციული და დამცავი ზომები არ იქნა კარგად შემუშავებული.

ივანიშვილი და მისი თანამზრახველების ხელისუფლებაში დარჩენის თარიღი (2012-2032) გამოცხადებულია და ქვეყანა ახალი ძვრების ზღვარზე დგას. დღეს მათ ჩათვალეს, რომ მზად არიან - დადგა დრო, და საკუთარ გამოსვლებში ცინიკურად აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ მიზანს, რომელიც მათ ესახებათ არა როგორც უბრალოდ მთავრობის ჩამოყალიბება, არამედ, საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლების მიტაცება.

ისე ჩანს, მათი მზაკვრული გეგმების შესახებ ერთი წლის წინანდელმა გაფრთხილებამ მისი განხორციელება გადადო. თუმცა, ივანიშვილი კვლავ ცდილობს ტოტალური კონტროლი დაამყაროს.ისინი არ ლაპარაკობენ მშვიდობიან დემოკრატიულ პროცესებზე – ხელისუფლების გადაბარება-გადანაწილებაზე, პარლამენტის ახალ არჩევნებზე...

ისინი ლაპარაკობენ ქაოსსა და დესტაბილიზაციაზე, ძალადობასა და ტერორზე, ვითომდაცა არ დაუშვებენ ქაოსს, რასაც თვითონვე აინიცირებენ ცნობილი კანონპროექტის დამტკიცებით, ეს მათთვის ხელისუფლებაში დარჩენისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, მაგრამ ეს შეთქმულება უმძიმესი სახელმწიფო დანაშაულია, საკუთარი ქვეყნის წინაშე, შემსრულებლები – სახელმწიფო დამნაშავეები არიან. ესენი არიან გააფთრებულნი, შეშლილნი, საკუთარ დაუსჯელობაში სრულიად დარწმუნებულები, ღიად აცხადებენ საკუთარი დანაშაულებრივი ზრახვების შესახებ. ისინი მდიდრდებიან, მიწებით, შენობებით, გაზისა თუ საყოფაცხოვრებო სამსახურებით ვაჭრობით; საკუთარ ხელში მოაქციეს ყველა ძირითადი დარგები, როგორიცაა კვების პროდუქტებით მომარაგება, სამედიცინო მომსახურება, ენერგოუსაფრთხოება, ტრანსპორტი და სხვადასხვა.ეჭვი არ არის, რომ ეს უგუნურები ვერ განახორციელებენ საკუთარ დანაშაულებრივ გეგმებს. დღეს ქართველ ხალხში მისადმი და მისი თანამზრახველებისადმი საყოველთაო ზიზღი და სიძულვილია, და თუ ხალხი გამოვა ქუჩაში, ეს იქნება პროტესტი პირველ რიგში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს სამარცხვინო პარტია სამუდამოდ აიკრძალება, მისი დანაშაულებები გაიხსნება, დამნაშავეები აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა, ისინი უნდა წავიდნენ.

ბატონო პრემიერ მინისტრო!

ქალბატონო პრეზიდენტო!

საქართველოს პარლამენტის წევრებო!მოგმართავთ თქვენ: შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, დაიცავით თქვენი ხალხი.

საქართველო დგება ფეხზე თავის დასაცავად და შურისძიება დაუნდობელი იქნება", - წერს შალელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები