"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები: საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ა.შ. ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.