მას[ბიძინა ივანიშვილს] ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია და მან მკაფიოდ განმარტა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ არ გვხვდება არის ის, რომ მისი პირადი ქონება ამ სასამართლო სარჩელებშია დაკავებული, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რისი თქმა შეუძლია ელჩს აშშ-ის მთავრობასთან ივანიშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ კომუნიკაციაზე, ან კომუნიკაციის მცდელობაზე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„ვერ დავიჩემებ, რომ მესმის ბატონი ივანიშვილის ნებისმიერი კომუნიკაციის უკან რა მოტივია, ჩვეულებრივ, არ ვისურვებდი ლაპარაკს პირად კომუნიკაციაზე, თუმცა მან თავად წამოსწია ამ კომუნიკაციის თემა თავის ბოლოდროინდელ განცხადებაში. და მართალია - მას ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია და სამწუხაროდ, მართალია აგრეთვე ის, რომ იმ კომუნიკაციების დროს მან მკაფიოდ განმარტა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ არ გვხვდება არის ის, რომ მისი პირადი ქონება ამ სასამართლო სარჩელებშია დაკავებული“, - განაცხადა ელჩმა.
გამოცემა ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.