გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დეპუტატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ჯეიმს მაკკლირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმიანება და მთავრობას მოუწოდებს, ქართველი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მხარდასაჭერად იმოქმედოს.
"ვითარება საქართველოში გაუარესებას განაგრძობს. პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქ ივანიშვილის მიერ კონტროლირებული მთავრობა უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს პრო-დემოკრატი მომიტინგეებისა და ქალბატონი ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტების მხარდასაჭერად", - წერს მაკკლირი.
მაკკლირი "ტვიტს" BBC-ის სტატიას ურთავს, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება. სტატიაში "ქართული ოცნების" მთავრობა "მზარდად ავტორიტარულ ხელისუფლებადაა" მოხსენიებული და აღწერილია გარემოება, რომელშიც მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს.




























