რესპუბლიკელი კონგრესმენის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო უილსონი საქართველოში აქტივისტების სახლების ჩხრეკას და დაკავებებს X-ზე ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სასოწარკვეთილი მცდელობაა.
უილსონის თანახმად, სანქციები უნდა დაწესდეს და ამას ტრამპი გამოასწორებს.
"ივანიშვილის სასტიკი და არალეგიტიმური რეჟიმი არბევს მამაცი ქართველების სახლებს და ახორციელებს თვითნებურ დაპატიმრებებს მზარდად სასოწარკვეთილი ძალისხმევით, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შემდეგ. სანქციები უნდა დაწესდეს. ტრამპი ამას გამოასწორებს",- წერს ჯო უილსონი.
The brutal and illegitimate Ivanishvili regime is raiding the houses of brave Georgians and making arbitrary arrests in its increasingly desperate effort to hold on to power after rigging the October election. Must impose sanctions. Trump will fix it.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 1, 2025




























