მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი არა მხოლოდ ფიზიკურად ესხმის თავს, არამედ იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს" - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. როგორც ის x-ზე წერს, "ოცნების" რეჟიმს მალე ისტორია ფერფლის გროვად აქცევს.

“ივანიშვილის ტირანული რეჟიმი არა მხოლოდ ფიზიკურად ესხმის თავს, არამედ ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ. ეს მხეცური რეჟიმი, რომელსაც მალე ისტორია ფერფლის გროვად აქცევს, ვერ შეაშინებს ქართველ ხალხს”, - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები