მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლა თავად მოისურვა

ივანიშვილი და ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტიდან წასვლა თავად მოისურვა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.

კითხვაზე, რა დაუწუნა მან ირაკლი ღარიბაშვილს, ივანიშვილი პასუხობს: „რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია“.

ხოლო კითხვაზე, რატომ მოიტყუა მან, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა, ივანიშვილმა უპასუხა: „თავად[ირაკლი ღარიბაშვილმა] მოისურვა, მე არ მომისურვებია“.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა, ხოლო პრემიერობის კანდიდატად ივანიშვილი დღეს ირაკლი კობახიძეს წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები