მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და მერეა ოჯახი, ქვეყანა, ხეები - ბაჩიაშვილი

ივანიშვილი

"tv პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტოკრატი ლიდერია, რომელიც მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას.

ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი იყო, ამბობს, რომ ბოლო ერი წლის მანძილზე, ივანიშვილი საზოგადოებაში ნაპრალების გაჩენითაა დაკავებული.

"ივანიშვილი არის ავტოკრატიული ლიდერი, რომელსაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საქციელზე. ივანიშვილი ბოლო ორი წლის მანძილზე რასაც მეთოდურად აკეთებს, არის ის, რომ საზოგადოებას ხლეჩს. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ნაპრალი გააჩინოს და უფრო იოლად დააპირისპიროს ერთმანეთს. პარალელურად კი, საკუთარ თავს რაცხს ეკლესიის და ერის მშენებლად. დანარჩენი ყველა ეკლესიის და ერის მტერია. როგორი ლიდერობაა ეს?!

ივანიშვილის უყვარს მხოლოდ საკუთარი თავი მერეა მისთვის მისი ოჯახი, ქვეყანა, ხეებიც და ყველაფერი დანარჩენი; როცა ყველაფერი სასწორზეა, მთავარი მისთვის საკუთარი პერსონაა.

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს – გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.

საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ. ლარის გირაო შეუფარდა. ბაჩიაშვილი, რომელიც გირაოთ განთავისუფლდა და საქართველოს ტერიტორიის დატოვება აეკრძალა, ბრალს კატეგორიულად უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები