მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში დაგეგმილი ჩარტერული და სპეცრეისების განრიგი

5f0b20146d078
BM.GE
12.07.20 18:28
17304
დღეს ცნობილი გახდა, რომ ივლისის განმავლობაში საქართველოში ერთ ჩარტერულ რეისს Qatar Airways-ი შეასრულებს. შესაბამისად განახლდა გრაფიკიც, რომელიც ივლისის განმავლობაში საქართველოში დაგეგმილ ფრენებს ასახავს. კერძოდ კი ახალი გრაფიკი ასეთია:

ივლისში დაგეგმილი სპეციალური რეისები: 
  • 13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი - ვარშავა - თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 20:05); 
  • 15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა - ქუთაისი - ბარსელონა (გაფრენა 16 ივლისი); 
  • 17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი - რომი - თბილისი; 
  • 22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი - პარიზი (ბოვე) - ქუთაისი (გაფრენა 23 ივლისი); 
  • 28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ათენი - ქუთაისი - ათენი 

ივლისში დაგეგმილი კომერციული ჩარტერული რეისები: 

  • 2 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15); 
  • 3 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ბერლინი - ბათუმი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:10); 
  • 4 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 
  • 5 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1); 
  • 6 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15); 
  • 7 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00); 
  • 11 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 
  • 12 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1); 
  • 17 ივლისი, ავიაკომპანია Qatar Airways, დოჰა - თბილისი - დოჰა (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15); 
  • 18 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 
  • 20 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15); 
  • 25 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 
  • 27 ივლისი, ავიაკომპანია Georgian Airways, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15).

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 5 ქვეყნის მოქალაქისთვის იგეგმება საზღვრების გახსნა. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Lufthansa-სთან, AirBaltic-თან და AirFrance-თან მიმდინარეობს. ეს ავიაკომპანიები არსებული ინფორმაციით, ფრენებს აგვისტოდან დაიწყებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები