მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 8 183-მდე შემცირდა - PMC

Jobs.GE

2025 წლის ივლისში jobs.ge-ზე 8 183 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც ივნისთან შედარებით 5.5%-ით მეტი, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში (11%).

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ყველაზე დიდი ზრდა აქაც ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში (27%) იყო, ხოლო ყველაზე დიდი კლება – ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში (11%).

2025 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე ჯამში 23 232 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი, 11%-იანი კლება დაფიქსირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციითვე, მაისიდან ივლისის ჩათვლით, 899 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. იგივე პერიოდში 4 652 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. 6 097 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება დასაქმების ბაზრის სხვა მაჩვენებლებს, 2025 წლის II კვარტალის მდგომარეობით, ქვეყანაში დასაქმებულია თითქმის 1.4 მლნ ადამიანი, აქედან 941 ათასამდე დაქირავებით დასაქმებულია, ხოლო 422 ათასი - თვითდასაქმებული. საქსტატი უმუშევრად 228 ათას ადამიანს მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები