მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?

მშენებლობა

2026 წლის ივლისში მშენებლობა წლიურ და თვის ჭრილში გაძვირდა. საქსტატი მიხედვით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.2%-ით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით4%-ით.

2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიის 15.2%-იანი გაძვირებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.6%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.81 და 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, რამაც 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 30.3%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები