მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში სამშენებლო ნებართვები 40.3%-ით ნაკლებ ფართზე გაიცა - Galt & Taggart

გალტი

Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისში სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირების ტენდენცია, ივნისის შემდეგ, კვლავ შენარჩუნდა.

სულ 20 ნებართვა გაიცა, რომელთა საცხოვრებელი ფართი წლიურად 40.3%-ით არის შემცირებული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ დეველოპერები, სავარაუდოდ, მოთხოვნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას დაელოდებიან, სამშენებლო ნებართვების ასაღებად.

კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ნებართვა 83 000 კვ.მ. ფართობზე გაიცა - მაისში ანალოგიური მაჩვენებელი 248 000 კვ.მ. იყო.

ჯამში 2024 წლის 7 თვეში სამშენებლო ნებართვები 969 000 კვ.მ-ზე გაიცა, რაც 185 000 კვ.მ-ით ნაკლებია, ვიდრე 2023-ის ანალოგიური პერიოდი.

რაც შეეხება თბილისის უბნებს, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა 2024 წლის 7 თვეში სამგორში გაიცა, ყველაზე ნაკლები კი მთაწმინდის რაიონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები