მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა

5f4ca0ad6eada
თელარა გელანტია
31.08.20 11:05
790
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია.

„2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა”, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმციაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ეკონომიკური ვარდნის ტემპს კლებადი ტენდენცია აქვს. კერძოდ, აპრილში საქართველოს ეკონომიკის ვარდნა -16.6% იყო, მაისში - -13.5%, ივნისში კი -7.7%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები