მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი რეზიდენტების დანახარჯს 4-ჯერ აღემატებოდა - TBC Capital

ბარათები

TBC Capital-ის კვლევის თანახმად, 2025 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებული ზრდა დასვენებისა და კვების სექტორში დაფიქსირდა.

სასტუმროების სექტორი

ივლისში, სასტუმროებში მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 27%-ით გაიზარდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზრდა, ძირითადად, არარეზიდენტების გაზრდილი აქტივობით იყო განპირობებული. TBC Capital-ის ანგარიშის მიხედვით, ივლისში სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. ეს ტენდენცია მიუთითებს ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან გაჯანსაღებასა და საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნის ზრდაზე.

რესტორნების სექტორი

TBC Capital-ის ანგარიში აჩვენებს, რომ კვების სექტორიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2025 წლის ივლისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 29%-ით გაიზარდა. ამასთანავე, ტრანზაქციის საშუალო მოცულობამ 38 ლარს მიაღწია, რაც ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ტრანზაქციების რაოდენობა, არამედ მათი საშუალო ღირებულებაც იზრდება.

კვლევის მიხედვით, დანახარჯების უდიდესი წილი კვლავ სურსათზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები