საქსტატის თანახმად, 2025 წლის სეზონზე საზამთრო გაიაფებულია. ინფლაციის ანგარიშის თანახმად, ივლისში საზამთრო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით იყო გაიაფებული.
რაც შეეხება სხვა სეზონურ ხილს, ატამი წინა წელთან შედარებით 9.5%-ით არის გაძვირებული, ყურძენი 9.6%-ით, ქლიავიც 9.5%-ით, მსხალი 15%-ით. ვაშლის ფასი კი უცვლელია.
ინფლაციის სტატისტიკაში საქსტატი ნესვის ფასებს არ აღრიცხავს, შესაბამისად უცნობია რამდენად შეიცვალა წინა წელთან შედარებით ნესვის ღირებულება.
საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძირითადად ადგილობრივად მოყვანილ საზამთროს მოიხმარენ, წლის პირველ ნახევარში საქართველოს 2.8 მლნ დოლარის ღირებულების 9 560 ტონა საზამთრო შემოვიდა, რაც გასული წლის იმპორტს აღემატება [$2.3 მლნ, 7 543 ტონა]. საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში ვხდებით თურქეთს, საიდანაც წელს 1.6 მლნ დოლარის 5 329 ტონა საზამთრო ვიყიდეთ, ირანს $1.2 მლნ-ის 4 065 ტონა საზამთროს იმპორტითა აზერბაიჯანს 31 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტირებული 96 ტონა საზამთროთი. უზბეკეთიდან და ნიდერლანდებიდან იმპორტის მოცულობები მცირე იყო.
საქართველოდან საზამთროს ექსპორტი არც ისეთი დიდია და წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ 275 ათასი დოლარის 728 ტონა ახალი საზამთროა გაყიდული. ქვეყნების ჩამონათვალში კი სომხეთი, რუსეთი და რუმინეთი.
რაც შეეხება საზამთროს წარმოებას, საქსტატის თანახმად, საქართველოში მოხმარებული საზამთრო ძირითადად ადგილობრივი წარმოებისაა და 2024 წელს მოსავალი 33 ათას ტონას შეადგენდა. ამასთან, იმპორტის მოცულობა 2.4 მილიონი დოლარი და 7.7 ათასი ტონა იყო.
რაც შეეხება 2025 წლის მაჩვენებლებს, იანვარ-ივნისში იმპორტის მოცულობა უკვე 2.9 მილიონი დოლარი და 9.6 ათასი ტონაა.




























