მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 14%-ით, ბათუმის - 3%-ით გაიზარდა

TAV Georgia

2023 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 403 474 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 5%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით, 14%-იანი ზრდაა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის ივლისში 99 803 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 1%-იანი კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები