მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში, თბილისში 3 618 ბინა გაიყიდა, საიდანაც 80% ძველი იყო - ბაზრის ძირითადი პარამეტრები

ბინა ბინები უძრავი ქონება

2025 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,618 შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს, ხოლო თვის ჭრილში 12%-იანი ზრდაა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

პუბლიკაციის მიხედვით, საშუალო გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში 6%-ით გაიზარდა და $1,278-ს გაუტოლდა (წინა თვესთან 0.7%-ით გაიზარდა). იმავე პერიოდის განმავლობაში, ბაზრის მოცულობამ $307 მილიონი შეადგინა, წლიურად კი 15%-ით გაიზარდა (16%-იანი ზრდა თვის ჭრილში).

ივლისში, გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 11%-ით შემცირდა და $10.3 შეადგინა. იმავე თვეში, დაფიქსირდა 8.5%-იანი ამონაგები, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ახალი და ძველი ბინების მიხედვით მონაცემებს, ივლისში, ახალი ბინების გაყიდვები წლიურად 7%-ით გაიზარდა და 713 ბინა შეადგინა. რაც შეეხება ძველ ბინებს, აქ განხორციელდა 2,905 ტრანზაქცია, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. ახალი ბინების გაყიდვებმა ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში 20% დაიკავა.

რაც შეეხება ჯამური გაყიდვების უდიდესი წილის კატეგორიას, 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინების წილი გასული თვის მაჩვენებელზე შენარჩუნდა (44%). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები გაყიდვების 5%-ს იკავებს და ყველაზე პატარა წილის მქონე კატეგორიას წარმოადგენს.

2025 წლის ივლისში, იმ ბინების წილი, რომელთა ფასი კვ.მ-ზე აღემატება $1,200-ს ჯამურ გაყიდვებში დაახლოებით 15 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში და 28% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები