მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად შემცირდა - Galt & Taggart

გალტ

2024 წლის ივლისში თბილისში 3 476 ბინა გაიყიდა, 1.3%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.

ამასთან, გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის ივნისთან შედარებით 17.6%-ით გაიზარდა, რაზეც, კვლევის თანახმად, გავლენა რამდენიმე დეველოპერულ პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებით რეგისტრაციას ჰქონდა.

Galt & Taggart-ის თანახმად, ივლისში გაყიდვებში კვლავ საშუალო ზომის - 50-80 მ² - ბინები დომინირებდა, რასაც მათი ხელმისაწვდომობა და გაქირავების სიმარტივე განაპირობებდა.

თბილისში გასულ თვეს ყველაზე მეტი, 674 ბინა დიდი დიღმის რაიონში გაიყიდა, სადაც მ²-ის საშუალო ფასი $990-ი იყო. ყველაზე ცოტა კი - ვაშლიჯვარში, სადაც უძრავი ქონების საშუალო ფასი 978 $/მ²-ია.

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ივლისში პირველად ბაზარზე საშუალო ფასი უცვლელი დარჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველად ბაზარზე ფასი თვიურად არ გაზრდილა 2022 წლის დასაწყისის შემდეგ, რაც შესუსტებული მოთხოვნის ეფექტია.

2024 წლის ივლისში თბილისში $270.4 მლნ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იანი და თვიურად 18.4%-იანი ზრდაა. ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში $1.7 მლრდ-ის ღირებულების 22 253 ბინა გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები