მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი $530 მლნ იყო - Galt & Taggart

Galt & Taggart

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 530 მლნ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ორგანიზაციის თანახმად, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს მხოლოდ ივნისის ჩათვლით აქვს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გამოქვეყნებული. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 395 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები 31%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდს 16%-ით აღემატება. კერძოდ, 2019 წლის ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 340 მლნ აშშ დოლარი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს, მაშინ ტურიზმის ჯამური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ანუ 400 მლნ დოლარით ნაკლები 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები